გიგი უგულავა: დაგვიჭერენ? მით უარესი მათთვის, დაგვარბევენ? მით უარესი მათთვის

ეს პერსონა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებენ. 

"„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა საკუთარი თავი შეიყვანეს იმ მდგომარეობაში, რომ რაც უფრო ცუდი, მით უკეთესი. დაგვიჭერენ? მით უარესი მათთვის, დაგვარბევენ? მით უარესი მათთვის. ჩვენ არ ვაპირებთ წინააღმდეგობის გაწევას და კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება დაინახავს, რომ პუტინის მსგავსად მოქმედებს ივანიშვილი და სულ უფრო მეტად ემსაგვსება ივანიშვილის რეჟიმი პუტინის რეჟიმს. ეს იქნება მხილება ჩვენი საკუთარი ტყავის, ოფლის თუ სისხლის ფასად, საკუთარის, ოღონდ ხაზს ვუსვამ, ისევე როგორც აკეთებენ ამას ის ლიდერები, რომლებიც აბსოლუტურად არაძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ. არც დაკავებას გამოვრიცხავ, არც დარბევას. დაგვარბევენ? მოვალთ ისევვ დავდგებით. კიდევ დაგვარბევენ? ისევ მოვალთ. ეს პროტესტი არ დამთავრდება,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

1
5
3
0
8
კომენტარები
ეს პერსონა
Top