გიორგი კეკელიძე: აქციის დაშლისას ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს ეროვნული ბიბლიოთეკა შეიფარებს

ეს პერსონა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, ბიბლიოთეკა მზადაა, შეიფაროს პარლამენტთან მიმდებარე აქციის მონაწილეები.

„აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის“, - დაწერა კეკელიძემ ფეისბუკზე.

ცნობისთვის, ამჟამად პარლამენტთან აქციის დაშლა მიმდინარეობს. სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტების დასარბევად წყლის ჭავლს იყენებს.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top