არჩილ თალაკვაძე: მინდა, ოპოზიციას სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

ეს პერსონა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე  გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა და აღნიშნა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს.

„საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პირდაპირ ეთერში ბოქლომი დადო პარლამენტის ჭიშკრებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ბოქლომი დაადეს მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს, ქვეყნის თავისუფლების იდეას. ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება, ეს იყო დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე. ამიტომ მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომებს და მათ ღირებულებებს მოქალაქეების სახელმწიფოს მიმართ. ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი ვეღარასოდეს დაადებენ ბოქლოს მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფო საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, ვერც პარლამენტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top