IRI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ეს პერსონა

IRI 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში მონაწილეობა საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა მიიღო და ცდომილება პლუს-მინუს 2.5%-ს არ აღემატება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23% ხმას მისცემდა "ქართულ ოცნებას", 15% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ხმების 5-5%  დააგროვა "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". გამოკითხულთა 32%-მა კი ჯერ არ იცის ან არ სურს აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა. 

რაც შეეხება ისტიტუტების რეიტინგს. გამოკითხის მიხედვით არმია ხმათა 86%_ით ლიდერობს. მას 85%_თთ მოჰყვება ეკლესია. მესამე ადგილს 72%_ით ქართული მედია იკავებს. ხოლო მე-4 ადგილზეა პოლიცია - 59%_ით. 

კვლევაში ასევე, ვკითხულობთ ინფორმაციას ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ლიდერების შესახებ და პირველ ადგილს "ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე 57%-ით იკავებს. მას 19%-ით მოჰყვება მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე. მესამე ადგილზე კი "შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილია - 47%. აქვე, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი საქართველოს პრეზიდენტს აქვს და როგორც კვლევიდან ჩანს გამოკითხულთა 70% სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში მოქალაქეების შეფასებებს ოჯახის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ვკითხულობთ. გამოკითხულთა მხოლოდ 2% ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას "ძალიან კარგად" აფასებს. 43% აფიქსირებს პასუხს - "უფრო ცუდად", 37% ფიქრობს, რომ  „უფრო კარგად“ არის, 17% კი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას "ძალიან ცუდად" აფასებს.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. 

ასევე, კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ 20 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა. ხოლო 20%-ს ნაწილობრივ ან საერთოდ არ სჯერა ძალის გადამეტების.

აღსანიშნავია, რომ კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის "ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის" წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით. წინამდებარე კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის უანგარო მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის კვლევის ავტორ(ებ)ს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) ან/და აშშ-ის სახელმწიფოს ხედვებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top