კახა კალაძე: გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს

ეს პერსონა

არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება , - ამის შესახებ თბილისის  მერმა  კახა კალაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი კვლევებისადმი ნდობა არ გააჩნია.

„ჩემი დამოკიდებულება, ჩვენი დამოკიდებულება იცით ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. დღესაც არაფერი შეცვლილა, ისევ იმ აზრზე ვარ. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს, რადგან ჩვენ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2012 წლამდეც და შემდგომ მოყოლებულიც, შეგიძლიათ ნახოთ, ყველა კვლევა რეალობისგან აცდენილი იყო.

არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ და პირადად ჩემ მიმართ. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან, არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია, რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ასეთი პროექტების განხორციელების დროს მოსახლეობას, ვესაუბრებით, ვიღებთ მათ ტკივილს, რა სჭირდებათ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის მოსაწესრიგებელი, ვაცნობთ ჩვენ სამოქმედო გეგმებს, თუ რა გაკეთდება მომავალში, როგორი იქნება ხვალ მათი კონკრეტული უბანი, კონკრეტული რაიონი და ჩვენი დედაქალაქი. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top