ცხინვალის რეჟიმის ე.წ. КГБ: ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში იღებდა მონაწილეობას

ეს პერსონა

ცხინვალის რეჟიმის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში მონაწილეობდა.

ე.წ. გამოძიებამ დაადგინა, რომ „გაფრინდაშვილი სპეციალურად 9 ნოემბრის დილას თბილისიდან სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრედ ქართულ დასახლებულ პუნქტში, საკორინთლოში ჩავიდა, რის შემდეგაც უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი“.

განცხადების თანახმად, გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით (რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს) დაიწყო გამოძიება.

„КГБ [ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი] მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საზღვრის გახშირებული დარღვევის მიზეზები უკავშირდება თბილისის მიერ წნელისში საპოლიციო პუნქტის უკანონო ჩადგმას და ესაა ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტები, რომელიც მიმართულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „სახელმწიფო საზღვრის“ მნიშვნელობის განადგურებისკენ, და 2008 წლის აგვისტოს მთავარი პოლიტიკური შედეგების რევიზია“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი ექიმი და საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. 15 ნოემბერს ცხინვალის სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

 

 

  

 

0
0
0
0
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top