თბილისის მერია დაეხმარება ოთხშვილიან ოჯახს, რომელსაც მევახშე ასახლებს

ეს პერსონა

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია დაეხმარება ოთხშვილიან ოჯახს, რომელსაც კერძო მევახშე ასახლებს.

მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს ქირით სხვა ფართში გადაიყვანენ. ასევე, იმის გამო, რომ აღნიშნული ოჯახი არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით​ დაზარალებული, მერიამ უკვე გასცა წერილობითი შუამდგომლობა მათი დროული დაკმაყოფილების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დიღმის მასივის პირველ კვარტალში აღსრულების ბიურო 4-შვილიან ოჯახს ასახლებს. არსებული ინფორმაციით, ოჯახმა ბინა იპოთეკით დატვირთა და მას შემდეგ, რაც თანხის გადახდა ვერ შეძლო, ბინა აუქციონზე 20 000 დოლარად გაყიდა. საქმეში ჩართულია დიდუბის გამგეობა. გამგებელი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას კერძო მევახშესთან, რათა გადავადებულიყო აღსრულების პროცესი, თუმცა იპოთეკარმა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. 

1
0
3
7
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top