„ეს ინფორმაცია არის ტყუილი!“ - დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ცხინვალის ე.წ. КГБ-ის განცხადებაზე

ეს პერსონა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ქალიშვილი, ირინა გაფრინდაშვილი გამოეხმაურა ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებას, რომ მამამისი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა.

ირინა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, მაშინდელი მოვლენების დროს ექიმი ღუდუშაურის საავადმყოფოში მუშაობდა.

„ეს ინფორმაცია არის ტყუილი!
2008 წლის ომის დროს იმყოფებოდა ღუდუშაურის საავადმყოფოში და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს“, - დაწერა ირინა გაფრინდაშვილმა ფეისბუკზე.

როგორც ცხინვალის  ე.წ. КГБ-მ დაწერა, დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი  2008 წლის აგვისტოს მოვლენებში სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში მონაწილეობდა.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი ექიმი და საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. 15 ნოემბერს ცხინვალის სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

2
0
0
3
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top