საბაჟოზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ეს პერსონა

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს.

"12-19 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრებმა,  ეჭვის საფუძველზე ავტომობილების დათვალიერების შედეგად 16,160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.საქართველოს საბაჟოს კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top