მეუფე ნიკოლოზი: ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა პაატა ცაავას ტანსაცმელში მოჰკიდა ხელი რომ გამოეწია, რადგან ის ეხებოდა პატრიარქს და უყვიროდა

ეს პერსონა

 - ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტიმა, მეუფე ნიკოლოზმა TV პირველის ეთერში სინოდის ხმაურიანი სხდომის დეტალებზე ისაუბრა.

"პატრიარქმა პეტრეს რამდენჯერაც მიმართა და ჰკითხა, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, პეტრემ დაიწყო, რომ „არ გაყენებთ შეურაცხყოფას“, შემდეგ „არ მინდოდა შეურაცხყოფის მოყენება“ და თუ ასე გამომივიდა, ბოდიშს მოვიხდიო - მართლა დაჩოქებას აპირებდა. მე წამოვხტი, გავაჩერე და ვუთხარი: არ დაიჩოქოთ ,თუ შეიძლება, რაღაცას გეტყვით, მომისმინეთ და შემდეგ დაიჩოქეთ-მეთქი. ვუთხარი, თქვენ არ გეკითხებიან რატომ, ეს არის კითხვის ფორმით წამოყენებული ბრალდება თქვენს მიმართ, ეს არის რიტორიკული შეკითხვა, მოგვეცით ახსნა-განმარტება და თქვენ ამას არ აკეთებთ - აქვს ერთადერთი პასუხი, თუ შენ არ გინდოდა შეურაცხყოფა და გამოგივიდა, უნდა მოიხადო ბოდიში. მართლა დაიწყო რაღაცის კითხვა, ყოველ მეორე სიტყვაში შეურაცხყოფას აყენებდა პატრიარქს. 

ხელის შეხება არ იყო. ერთ-ერთმა მღველმთავარმა ტანსაცმელში მოჰკიდა ხელი რომ გამოეწია, რადგან ის ეხებოდა პატრიარქს და უყვიროდა. ისე უყვიროდა პატრიარქს, რომ რამდენიმე მღვდელმთავარი იძულებული გახდა წინ დამდგარიყო. მერე ვიღაცამ გამოსწია, მეც მივედი და გამოვწიე. გარემოცვა გავუკეთეთ და ვუთხარით, რომ გასულიყო და გავიდა“, - ამბობს მეუფე.

 

0
0
0
0
1
კომენტარები

ეს პერსონა
Top