„მთხოვა, რომ თუ რამე დაემართებოდა, ვიდეო საზოგადოებისთვის მეჩვენებინა" - ლევან აბაშიძის ადვოკატი

ეს პერსონა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა 17 ნოემბერს ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ლევან აბაშიძემ, რომელმაც სავარაუდოდ, და და დედა დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა, ცენტრს დახმარებით მიმართა, რადგან აცხადებდა, რომ სამართალდამცველები ავიწროებდნენ. ამის შესახებ აბაშიძემ 2016 წლის 9 სექ­ტემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბულ ვიდეოში  მოჰყვა, რომელიც ადვოკატს მისცა.

 „გამოგვიგზავნა ვიდეომიმართვა და გვთხოვა, შეგვენახა, თუკი მას რამე პრობლემა შეექმნებოდა ან რამე დაემართებოდა. პირადად მთხოვა, მქონოდა ეს ვიდეო და საზოგადოებისთვის მენახებინა, რომ იგი არაფერ შუაში არ იყო და საერთოდ არ იცოდა, რაზე დევნიდნენ მას ამ ქვეყნიდან.

ერთ-ერთი ინციდენტი, რასაც უკავშირებს ის ამ დევნას, არის ის, რომ ჩვენთან მომართვამდე ერთ-ერთ სუფრაზე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირთან მოუვიდა შელაპარაკება და ის დაემუქრა, რომ ამ ქვეყნიდან გააქრობდა. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, რომ ვინმეს პრინვიპული გადაწყვეტილება იყოს, რომ საქართველოში არ უნდა ვიცხოვრო, მხოლოდ ეს მიზეზი იყო შესაძლებელი. გვიხსნიდა, რომ დანარჩენ მიზეზს, თვითონაც არ იცოდა, რა ფაქტს ჰქონდა ადგილი, და აქედან გამომდინარე, ითხოვდა დახმარებას“, - მოუყვა ადვოკატმა „პალიტრავიდეოს“.

 

0
2
5
11
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top