სახალხო დამცველი დაკავებული 37 პირის სასამართლო პროცესს ეხმიანება

ეს პერსონა

სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები. აღნიშნულ განცხადებას სახალხო დამცველი ოფიციალურ Facebook გვერდით ავრცელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია აქციის დროს ადმინისტრაციულად დაკავებული 37 პირის საქმის განხილვის პროცეში დამატებითი მოსამართლეების ჩართვა, რადგან არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები.

"2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულები მოვინახულეთ იმავე საღამოს და ყველა მათგანს გავესაუბრეთ ინდივიდუალურად მათი დაკავების კანონიერებასთან და სხვა შესაძლო უფლება დარღვევებთან დაკავშირებით. 
19 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.
ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება" - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებული 37 პირის სასამართლო პროცესი უკვე 10 საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top