აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ეს პერსონა

აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

გათავისუფლებულებს შორის მყოფმა გიგა მაქარაშვილმა მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს აღნიშნა, რომ მოსამართლემ ბევრი ფიქრის შემდეგ ყველა 20 ნოემბრის 13:00 საათამდე გაათავისუფლა.

"არის ძალიან უსუსური პროკურატურა, რომელსაც უბრალოდ ვეღარ შეუძლია ყველაფრის გაპრავება. სასაცილო იყო - კადრები, რომელიც პოლიციამ მოიტანა. ჩემზე იყო 2 ფაილი. ამ ორიდან ერთში საერთოდ არ ვჩანდი და მეორეში ზუკა ბერძენიშვილი ჩანდა და მე ვეგონე. მოსამართლემ ბევრი იფიქრა და გაგვათავისუფლა ყველა 13:00 საათამდე და როგორც ჩანს ელოდება მორიგ ზარს. ხვალ აუცილებლად მოვალთ და კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ გამარჯვებას" - განაცხადა მედიასთან გიგა მაქარაშვილმა.

მაქარაშილის გარდა რამდენიმე წუთის წინ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს ელგუჯა ბაგრატიონი, გურამ მჭედლიშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი ბუნტური და ლუკა ჭიჭინაძე. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების სასამართლო პროცესი დაახლოებით 12 საათი მიმდინარეობდა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top