გერმანიაში სკოლის დირექტორებს Youtube-ის მეშვეობით ეძებენ

ეს პერსონა

გერმანიის ერთ-ერთ ბავარიულ სკოლაში რამდენიმე თვეა რაც დირექტორის პოსტი ვაკანტურია. საქმე იმაშია, რომ შესაფერისი კანდიდატების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამიტომაც სკოლის მოსწავლეებმა ვიდეოს ჩაწერა გადაწყვიტეს, სადაც სკოლის სპეციფიკაზეა საუბარი, ასევე მოუწოდებენ პოტენციურ კანდიდატს შემოიტანოს განცხადება, იქნებ მისი კანდიდატურა გახდება შესაფერისი. ვიდეო Youtube -ში განთავსდა და ერთ თვეში 10 ათასამდე ნახვა მოიპოვე.

როგორც გერმანიის ტელეარხი Welt წერს, ვიდეო ჩაწერის იდეა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რის შემდეგ მრავალმა კანდიდატმა მიმართა სკოლას. 

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობა ნაკლებად მოთხოვნადია პასუხისმგებლობის მაღალი დონისა და სახელფასო ანაზღაურების გამო. მხოლოდ ბერლინში 30, ხოლო სხვა ქალაქებში 500-მდე დირექტორის ადგილია ცარიელი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top