საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ამხანაგური მატჩი 2:1 მარცხით დაასრულა

ეს პერსონა

საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა ქალაქ პულას „ალდო დროსინას“ სტადიონზე გამართა – ვლადიმირ ვაისის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ ეხმარებოდა, ხოლო ხორვატების რიგებში არ უთამაშიათ მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ ნახევარმცველებს, ლუკა მოდრიჩს და ივან რაკიტიჩს.

„სასიამოვნოა, რომ წელი გამარჯვებით დავასრულეთ. მე ვფიქრობ, რომ თამაშით შეგვიძლია კმაყოფილი ვიყოთ. ბევრი კარგი მომენტი გამოჩნდა – ჩვენ თამაშს პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და მრავალი მომენტი შევქმენით. მოედანზე პერიშიჩი და რებიჩი შეგნებულად დავტოვე ბოლო წუთამდე, რადგან მათ კლუბში წუთითაც არ ათამაშებენ“ – ამბობს ზლატკო დალიჩი, ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top