ქალმა ნახევრად დამწვარი და სასიკვდილოდ განწირული კოალა ხანძრისგან იხსნა - ვიდეო

ეს პერსონა

ავსტრალიაში გაჩენილი ძლიერი ხანძრისას ადგილობრივმა ქალბატონმა ნახევრად დამწვარი და სასიკვდილოდ განწირული კოალა გადაარჩინა.

ქალმა, სახელად ტონი, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, პერანგი გაიხადა და კოალასკენ გაიქცა, რომელიც ცეცხლისგან თავის დახსნას ცდილობდა. ქალმა ჩანთოსანი პერანგში გაახვია და მას წყალი დაასხა.

უკვე რამდენიმე კვირაა ავტსრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლებიც დაახლოებით 1 მილიონ ჰექტარ ტყის საფარს მოედო. ბუნებრივი კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით სახლი განადგურდა.

ხანძრის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი კოალებია. ვარაუდობენ, რომ ძირითადი პოპულაციის 350-ზე მეტი წარმომადგენელი დაიღუპა მოდებული ცეცხლის შედეგად.

 

 

7
0
1
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top