"დედაჩემს ემუქრებოდა, შენი შვილის გამო ადამიანის მოკვლაც შემიძლიაო" - მანიაკალური დევნის მსხვერპლი გოგოს ისტორია - ვიდეო

ეს პერსონა

თბილისში 24 წლის ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობისა და ადევნების გამო 30 წლის მიხეილ მელქაძე დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მამაკაცი ქალსა და მის ოჯახს ერთი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურად ავიწროებდა. 

ქალმა ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო პოლიციას მიმართა და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა. მელქაძის წინააღმდეგ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო და საგამოძიებო უწყებამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. მამაკაცს მსხვერპლთან მიახლოება და კონტაქტი ეკრძალებოდა, თუმცა მან ორდერი გაცემიდან მეორე დღესვე დაარღვია. სწორედ მისი დარღვევის გამო მელქაძე დააპატიმრეს. ქალის ადვოკატი ორივე საქმის გაერთიანებასა და ადევნების საქმეში ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

 

 

 

 

ტეგები:
1
1
0
2
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top