საქართველოს მიმართულებით ფრენების გაუქმების გამო რუსულმა ავიაკომპანიებმა 3.2 მილიარდი რუბლით იზარალეს

ეს პერსონა

საქართველოს მიმართულებით ფრენების გაუქმების გამო 6-მა რუსულმა ავიაკომპანიამ 3.2 მილიარდი რუბლით იზარალა.

ყველაზე წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა ავიაკომპანია „Уральские авиалинии“, რომელმაc 1.2-1.3 მილიარდი რუბლი დაკარგა. „Аэрофлот“-მა და S7-მ 700-700 მილიონი რუბლით იზარალეს ( თუმცა კომპანიამ S7 „Ведомости“-ს განუცხადა, რომ 600 მილიონ რუბლზეა საუბარი), ლოუკოსტერმა Победа - 400 მილიონით, Red Wings-მა - 120 მილიონით, ხოლო Smartavia-მ - თითქმის 100 მილიონით.

ავიაკომპანიებმა აღნიშნული დათვლები რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაპირებული კომპენსაციის მისაღებად წარუდგინეს. თავის მხრივ, უწყება თანახმაა, გადაიხადოს თანხა უშუალოდ ფრენების აკრძალვით მიღებული პირდაპირი ზარალისთვის და არა კომპანიების მიერ დათვლილი არმიღებული მოგებისთვის.

„აღარ გვაქვს კომპენსაციის მიღების იმედი, დანაპირებს არ შეასრულებენ“, - განუცხადეს „Ведомости“-ს სამი ავიაკომპანიის თანამშრომლებმა.

ავიაკომპანიების ინფორმაციით, ივლისში საქართველოში ფრენების მაგივრად მათი თვითფრინავები იდგნენ, სხვადასხვა მიმართულებაზე გადანაწილება კი უკვე აგვისტოში მოხდა.

2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა.

აკრძალვა 8 ივლისიდან მოქმედებს.

პუტინის ბრძანების თანახმად, აღნიშნული ზომები რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით იქნა მიღებული.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top