"როგორც თქვენ არ გინახავთ იარაღი, ისე მე არ მინახავს" - გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დაიწყო

ეს პერსონა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, მის ინტერესებს ნიკა გვარამია, სხვა ადვოკატებთან ერთად იცავს. რურუას მტკიცებით, იარაღი, რომელიც მისი ავტომობილიდან ამოიღეს მას არ ეკუთვნის.

"როგორც თქვენ არ გინახავთ იარაღი, ისე მე არ მინახავს. ჩხრეკა არ ჩატარებულა და მეუბნებიან, რომ იარაღი ამოიღეს", - მიმართა რურუამ მოსამართლეს.

შეგახსენებთ, რომ რურუას გამოძიება  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top