ავსტრიაში ჰიტლერის სახლი პოლიციის განყოფილებად გადაკეთდა

ეს პერსონა

ავსტრიაში, ქალაქ ინის ბრაუნაუში მდებარე სახლი, რომელშიც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილებად გადააკეთეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვოლფგანგ პეშორნის განცხადებით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ აღნიშნული შენობა აღარასდროს აღარ იყოს ასოცირებული ნაციზმთან.

ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლება ქირაობდა სახლს  მისი ყოფილი მეპატრონისგან რადიკალ-მემარჯვენე ტურიზმის შესაჩერებლად. მეპატრონე მხოლოდ 2017 წელს დასთანხმდა ბინის გაყიდვას.

2011 წლამდე ჰიტლერის ყოფილ ბინაში იყო მოთავსებული შშმ პირთა თავშესაფარი, თუმცა მეპატრონის მოთხოვნით, დაწესებულება იქიდან გადავიდა.

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top