გიორგი რურუას პატიმრობა შეეფარდა

ეს პერსონა

 „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს  გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო. 

ბრალდების მხარე  რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურის განმარტებით, არის საშიშროება, რომ ბრალლდებული ხელს შეუშლის გამოძიებას და ახალი მტკიცებულებების მოძიებას. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა.

დაცვის მხარე კი, ბრალდებულის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. მათი მტკიცებით, რურუას იარაღი ჩაუდეს. ბრალს არ აღიარებს გიორგი რურუაც. 

ცნობისთვის, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიებია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top