მოსამართლემ ჯამში აქციის 10 მონაწილე დააკავა და 2 დააჯარიმა

ეს პერსონა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დაკავებული მონაწილეების სასამართლო პროცესი დასრულდა.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ბექა ბასილაიას 13 დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მასთან ერთად 12 დღით დააკავეს ელგუჯა ბაგრატიონი. მოსამართლემ ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოუცხადა. გურამ მჭედლიშვილი კი 1000 ლარით დაჯარიმდა.

"ეს იყო მოსალოდნელი, რომ ახალგაზრდები დააშინონ და უთხრან, რომ ეს მანიფესტაცია, რომელიც ორშაბათს 19:00 საათზე გაიმართება, მორიგი უბრალო გასეირნება არ იქნება რუსთაველზე. მიუხედავავად იმისა, რომ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს მივმართავთ აი იქ შეიძლება აიღონ და 2 კვირით გამოკეტონ ციხეში. ჯიუტად მივდევთ პირველად გეგმას, ორშაბათს არის გრანდიოზული აქცია, რომელიც დასრულდება პიკეტით"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

ჯამში მოსამართლემ 10 პროტესტანტი დააკავა, ხოლო ორს ჯარიმა დააკისრა. ახალგაზრდების დაკავების გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top