გიორგი მშვენიერაძე: ეს გადაწყვეტილება გამოხატავს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერას

ეს პერსონა

"სასამართლომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო პრეცედენტული თვალსაზრისითაც. ერთის მხრივ მან ადამიანების მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო თითო პოლიციელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო ძალიან საეჭვო.

არ აქვს მნიშვნელობა მოსამართლემ ზეწოლით თუ ქვეწოლით მიიღო გადაწყვეტილება, დირექტივა იყო თუ არ იყო დირექტივა. ცხადია, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არის ძალაინ მძიმე მდგომარეობაში. მისი ეს გადაწყვეტილებაც, იმ ნაწილში რომ დაკავებულთა მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელები იქნა გამოყენებული სხვა არაფერია თუ არა ირიბი მხარდაჭერის გამოხტვა იმ პოლიტიკოსებისადმი, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და რომლებსაც აღიზიანებთ ამ ტიპის აქციების ჩატარება ქვეყანაში" - განაცხადა  კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილაშვილმა 18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან ათს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 2 დააჯარიმა. დარჩენილი 25 პირის სასამართლოს პროცესი კი 21 ნოემბრისთვის გადაიდო.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top