ახალი რეგულაცია - შესაძლოა 200 კილომდე წონის მქონე მსხვილფეხა პირუტყვი ექსპორტზე აღარ გაუშვან

ეს პერსონა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე გაყვანასთან დაკავშირებით შეზღუდვის გამკაცრებას გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, შესაბამისი პროექტი, რომელიც ექსპორტზე გასაყვანად მსხვილფეხა ახალბედა პირუტყვის წონის 140 კილოდან მინიმუმ 200 კილომდე გაზრდას გულისხმობს, უწყებას უკვე მომზადებული აქვს და წლის ბოლომდე მთავრობას წარუდგენს განსახილველად.

„ჩვენ უკვე მრავალი თვეა, ვამბობთ, რომ საქართველოში ხორცის დეფიციტია. სასაკლაოები ჩივიან, რომ მათ სულ უფრო და უფრო უჭირთ პირუტყვის შოვნა დასაკლავად და ეს არის სწორედ მისი გამოძახილი სტატისტიკაში. რამდენიმე ფაქტორია, რამაც ეს გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ექსპორტის მაჩვენებელი, როდესაც უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე ქვეყნიდან დაახლოებით 500 ათასი რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს საზღვარგარეთ გასაყიდად. ბუნებრივია, სწორედ ამან შეამცირა საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top