კლუბ „ბარსელონას“ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

ეს პერსონა

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ცნობილმა ესპანელმა ექიმმა რამონ კუგატმა და მისმა კოლეგამ, მონსერატ გარსიამ ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ესპანელი ექიმების წერილი ფეისბუკ გვერდმა „თავისუფლება ვაჟა ექიმს • Freedom for Doctor Vaja“ გამოაქვეყნა. მასში ვკითხულობთ:

ბარსელონა, 15 ნოემბერი, 2019 წელი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.

მათ, ვისაც ეს საკითხი ეხება:

ამას ვწერთ ჩვენი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით.

ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, როსედაც ის ბარსელონაში ერთწლიანი პროგრამით იმყოფებოდა. მას ვიცნობთ, როგორც კეთილ, გულისხმიერ, პატიოსან ექიმს, რომლის სურვილი, დაეხმაროს ადამიანებს, იმხელაა, რომ ის ჩვენს სიმპათიასა და პატივისცემას იმსახურებს.

როგორც ჩვენთვის გახდა  ცნობილია, ექიმი გაფრინდაშვილის ცხინვალის რეგიონში არ იმყოფებოდა პოლიტიკური ინტერესების გათვალსიწინებით, არამედ მხოლოდ პაციენტის მოსანახულებლად ჩავიდა.

შესაბამის ორგანოებს საკითხის სამართლიანად განსჯასა და ჩვენი კოლეგის რაც შეიძლება მალე გათავისუფლებას ვთხოვთ იმისთვის, რომ მისი, მისი ოჯახისა და მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე საშუალება, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის მშვიდობიანად დასასრულებლად გავაკეთოთ, გთხოვთ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობეთ.

გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც ჩვენ მას ვიცნობთ, ის ყოველთვის იყო საკუთარი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ თავდადებული“.

კუგატი სპეციალიზებულია სპორტული ტრავმების ოპერაციებზე.ის მკურნალობდა როგორც მოქმედ, ასევე ვეტერან ფეხბურთელებს. მის კლიენტებს შორისაა პეპ გვარდიოლა, ჩავი, სამუელ ეტოო, ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი, დავიდ სილვა, სუის სუარესი, დავიდ ვილია, ფერნანდო ტორესი და სხვები.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი ექიმი და საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. 15 ნოემბერს ცხინვალის სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

 

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top