გედევან ფოფხაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს

ეს პერსონა

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს. გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" მას "პოლიტიკურად დევნის." როფორც დეპუტატმა განაცხადა, აპარატი მას სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს და სწორედ ესაა პოლიტიკური დევნა. 

„შეუძლებელია, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. ბიუროს მივმართავ და კომიტეტს დავტოვებ. თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი“, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top