ჯო ბაიდენი: ტრამპსა და პუტინს ჩემი გაპრეზიდენტება არ სურს

ეს პერსონა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მტკიცებით, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს მისი გაპრეზიდენტება არ სურს. ამის შესახებ ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ ტელედებატებში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ დასკვნამდე ის მივიდა მას შემდეგ, რაც კონგრესში გაიმართა მოსმენები ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე.

„ტრამპს არ სურს, რომ ვიყო [საპრეზიდენტო] კანდიდატი. ვლადიმერ პუტინს არ სურს, რომ ვიყო პრეზიდენტი“, - თქვა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

 

 

 

წყარო: NBC
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top