ნამუშევრები, რომლებიც შესაძლოა არასდროს გენახათ - ბერლინში მოღვაწე 36 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა

ეს პერსონა

14 ნოემბერს ქ. ბერლინის გალერეა “კუნსპუნქტში” გაიხსნა ჯგუფური გამოფენა „ Grüße aus Georgien“. პირველად გერმანიაში გამოიფინა ბერლინში მოღვაწე 36 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის „Tbilisi it’s complicated“ პრეზენტაცია და ელზა ჯავახიშვილის პერფორმანსი “Unfinished Poetry” . 

ბერლინში მცხოვრები ქართველები, გამოფენის საშუალებით გადმოცემენ იმ ემოციებს, რომელებიც ემიგრაციასთან არის დაკავშირებული.

გამოფენის შესახებ "ეS პერსონასთვის" მოწოდებულ რელიზში აღნიშნულია, რომ მხატვრებს სთხოვეს, ნამუშევრებში ის ემოციები გამოეხატათ, რომელშიც საქართველო ირეკლება.  

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, ქართველმა მწერალმა, აკა მორჩილაძემ თავისი გამოსვლისას აღნიშნა: საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნის უპირატესობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მისი მწერლები ყოველთვის მრავალ ენაზე თარგმნიდნენ ლიტერატურას, ხოლო მათი ნამუშევრები იშვიათად ითარგმნებოდა. მორჩილაძის თქმით, ამ ფაქტმა ქართველებს საშუალება მისცა, ბევრად მეტი იცოდნენ სხვების შესახებ, ვიდრე სხვებმა იციან ქართველების შესახებ.

რელიზში ვკითხულობთ, რომ ემიგრანტები, როგორც წესი არ ფიქრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, როგორც რაიმე სახის უპირატესობაზე. ეს გამოფენა მოიცავს ნამუშევრებს, რომლებიც შესაძლოა არ გამოფენილიყო, რადგან არსებობდა რისკი - დამთვალეირებლებს ვერ ეგრძნოთ და გაეგოთ მხატვრის ჩანაფიქრი. 

გამოფენის კურატორი სოფო ტაბატაძეა, რომელმაც შეძლო გაეერთიანებინა 36 ქართველი ნიჭიერი ემიგრანტი, ერთი მიზნისთვის. იდეა  ეკუთვნის ჰანც-გიუნტერ ჰარპელს, რომელიც წლებია საქართველოსთან ხელოვნების მიმართულებით თანამშრომლობს. 

ზურა ბერო 

ლიკა ნაკაშიძე

ელზა ჯავახიშვილი

თეა ჯორჯაძე

მირიან ჯაფარიძე

მირიან ჯაფარიძე

 

ვასილ ბერელა

მარინა აგაჯანოვა

თენგიზ რიონი

ზურა შეყელაშვილი

ზურა შეყელაშვილი 

ბესიკ მაზიაშილი

ბესიკ მაზიაშილი

 

გიორგი გაგო გაგოშიზე 

მარცხნიდან მარჯვნივ

ანა გზირიშვილი

გიორგი ჩხაიძე

ანა ტაბატაძე

 

მარცხნიდან მარჯვნივ

ლადო ბეროზა

გიორგი ნებიერიძე

ელისაბედ ზაუტაშვილი 

დათო მესხი

ქეთევან გირგილაძე

ელისაბედ ზაუტაშვილი

 

ფოტოების ავტორი: გოგა დემეტრაშვილის 

 

10
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top