ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ეს პერსონა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა.  მინისტრმა ახალ უფროსს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით უწყება დაწყებული რეფორმების კურსს გააგრძელებს.

„პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - განაცხადა  მაჭავარიანმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top