„კატეგორიულად ვემიჯნები... იმედია მოინანიებს!“ - სანდრო ბრეგაძე ლევან ვასაძეზე

ეს პერსონა

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ლევან ვასაძეს ემიჯნება და აცხადებს, რომ „იმედია მოინანიებს და უფალს შენდობას თხოვს“.

„კატეგორიულად ვემიჯნები ლევან ვასაძის შეფასებას ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაში !!! “ზვიადის მტერი ღვთისა და ერის მტერია”- წმინდა ბერი გაბრიელი !!! მამა გაბრიელის სიტყვები საკმარისია და აღარ საჭიროებს ჩემს შეფასებებს ვასაძის სისულელეებთან დაკავშირებით !!! იმედია მოინანიებს და უფალს შენდობას თხოვს,“ - აცხადებს ბრეგაძე.

ცნობისთვის, ვასაძემ განაცხადა, რომ „დასაჭურისებული კაცების ცოლებმა შექმნეს საწყალი ზვიადისგან კოლექტიური უკმარი ქმრის ჰოლოგრამა, რომელიც ამ მატრიარქატის გულის მოსაფხანად, რუსს აგინებდა! მაგან გადაგვამტვრია თავზე ის ჯოხები... და მაგან აგვიფეთქა აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაგანვე მოკლა საწყალი ზვიადიც...“.


 

1
0
0
0
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top