გია აბაშიძე ხატია დეკანოიძეს: ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის თქვენმა შვილმა 10 დღე გაატარა სასამართლოში, სხვებს კი ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი

ეს პერსონა

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისი შვილის დაკავების ფაქტი გაახსენა. ექსპერტის თქმით, პოლიტიკოსის შვილი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დაიჭირეს, მაგრამ სასამართლომ ის 10 დღეში გაათავისუფლა. აბაშიძემ იქვე აღნიშნა, რომ  ეს დანაშაული საქართველოში მკაცრად ისჯება.

„როგორც უკვე ითქვა, 2020 საარჩევნო სისტემა არის შერეული. ეს არის კანონიერი სისტემა განსხვავებით იმისგან, რასაც ოპოზიცია აცხადებს. სხვათა შორის, ე.წ. სასამართლოს მითვისება, რომელიც ქალბატონმა დეკანოიძემ ახსენა, ამ „მითვისებულმა სასამართლომ“ 10 დღის განმავლობაში გაათავისუფლა მისი შვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, რაც საკმაოდ მკაცრად დასჯადი დანაშაულია ჩვენს ქვეყანაში. ამან კი ბევრ მოქალაქეში გამოიწვია შეშფოთება. მაშ, რატომ აქვთ სხვებს მისჯილი ხანგრძლივი პატიმრობა იმავე დანაშაულისთვის მაშინ, როცა მისმა შვილმა სულ 10 დღე გაატარა სასამართლოში. და კიდევ ერთი დეტალი: ამ პროტესტის და შენობის დაბლოკვის შემდეგ, რაც სრულიად არაკანონიერია, უნდა განვასხვავოთ გამოხატვის თავისუფლება და კანონიერი ფორმები არაკანონიერი ფორმებისგან და ამ არაკანონიერი ფორმების შემდეგ ბევრმა მხარდამჭერმა დატოვა ტერიტორია“, - განაცხადა აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში.

დეკანოიძემ აბაშიძის კომენტარი „ბინძური უწოდა“ და ექსპერტი მთავრობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

უშუალოდ გადაცემაში პარლამენტის მიერ ჩაგდებულ კანონპროექტსა და ამის შემდეგ დაწყებულ აქციებს განიხილავდნენ.

 

0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top