კახა კალაძე იტალიაში საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის დამზადების ეტაპებს ეცნობა - ვიდეო

ეს პერსონა

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიაში იმყოფება. კალაძე ქალაქში მდებარე კომპანიის (IDO SRL) მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის დამზადების ეტაპებს ეცნობა.

    თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიურმა კომპანიამ „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.   

ცოტა ხნის წინ, მერმა Facebook-ლაივი ჩართო,  სადაც მიმდინარე სამუშაოების შესახებ ისაუბრა. 

 

  

8
0
2
1
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top