გიგი უგულავა შესაძლოა საპატიმროს დაუბრუნდეს

ეს პერსონა

გახმაურებული საქმეები დასკვნით ეტაპზეა. წერილობითი მტკიცებულებების ათობით ტომი უკვე შესწავლილია და დაკითხულია ასობით მოწმე. საუბარია "სითი პარკის" დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციაზე და ე.წ.მარნეულის ეპიზოდზე. ხუთი წელია ეს საქმეები ერთ ეპიზოდად განიხილება. გიგი უგულავა კი  შესაძლოა ლვლავ დააკავონ.

ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. პროკურორის განცხადებით, დასაკითხთა სიაში მხოლოდ ხუთი პირი დარჩა, რის შემდეგაც მოსამართლემ ყოფილ მერს განაჩენი უნდა გამოუტანოს. მისი თქმით წარმოდგენილი მტკიცებულებები  ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს გიორგი უგულავას ბრალეულობას.

"სითი პარკის" ხმაურიანი საქმე გახსნილად 2014 წელს გამოცხადდა, ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ბრიგფინგზე ითქვა, რომ უგულავამ "სითი პარკთან" კაბალური ხელშეკრულებები გააფორმა და  ბიუჯეტიდან მილიონ ასი ათასი გაიფლანგა. იმავე წელს ყოფილი მერი აეროპორტში თვითმფრინავის ტრაპზე დააკავეს. 

გიგი უგულავა ამბობს, რომ საქმე აფსურდულია, მტკიცებულებები კი გაყალბებული.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო  შემოსავლების ლეგალიზებისთვის  და  იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებსათვის შესაძლოა ყოფილ მერს  შვიდიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობა შეეფარდოს.

წყარო: "იმედი"
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top