როგორ ქეიფობს სომხეთის პრეზიდენტი "ძედ ხასანთან" და სხვა "კანონიერ ქურდებთან" ერთად - რა ვიდეო გაუსაჯაროვეს სერჟ სარგსიანს

ეს პერსონა

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი "კანონიერ ქურდებთან კავშირში ამხილეს. გასაჯაროვდა ვიდეო სადაც სარგსიანი,  რომელიც მაშინ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი იყო, "კანონიერ ქურდებთან" : "ძედ ხასანსა" და რაზმიკ ამოიანთან ("ჩაკო") და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ერთად ქეიფობს. ვიდეო 1993 წლის მაისით თარიღდება. რამდენიმე თვის შემდეგ კი სერჟ სარგსიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრი გახდა.

სომხეთში აგვისტოში შემუშავდა კონონპროექტი, რომლის მიხედვითაც "კანონიერი ქურდის" სტატუსის მინიჭება და კრიმინალური სამყაროს წევრობა დასჯადი ხდება.

რუსულ მედიის ინფორმაციით, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის "კანონიერი ქურდები" საქართველოს ერთ-ერთ კურორტზე შეკრებას  გეგმავენ.

 

3
2
2
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top