Victoriaʼs Secret Fashion Show წელს არ ჩატარდება

ეს პერსონა

ქალის თეთრეულის ბრენდმა Victoriaʼs Secret-მა თავისი ყოველწლიური Victoriaʼs Secret Fashion Show გააუქმა. ამის შესახებ Victoriaʼs Secret-ის მფლობელი კომპანია L Brands-ის ფინანსურმა დირექტორმა, სტუარტ ბურგდორფერმა განაცხადა.

მისი განმარტებით, L Brands აპირებს, შეცვალოს Victoriaʼs Secret-ის პოზიციონირება. ბურგდორფერმა ბრენდის ყოველწლიური ჩვენებები „გამორჩეული მარკეტინგული მიღწევა“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ეს პრაქტიკულად არ აისახებოდა Victoriaʼs Secret-ის თეთრეულის გაყიდვის მაჩვენებელზე.

2016 წლიდან მოყოლებული ბრენდის თეთრეულის გაყიდვები მცირდებოდა. Victoriaʼs Secret-ს აკრიტიკებდნენ იმისათვის, რომ ბრენდის მენეჯმენტი არ იწვევს ჩვენებებზე პლუს-საიზსა და ტრანსგენდერ მოდელებს და მხოლოდ კონკრეტული აღნაგობის მქონე ქალებზეა მორგებული. პირველი ტრანსგენდერი მოდელი Victoriaʼs Secret-მა 2019 წლის აგვისტოში დაიქირავა.

პირველმა Victoriaʼs Secret Fashion Show-ს გაუქმებაზე ისაუბრა ბრენდის ერთ-ერთმა მოდელმა შანინა შეიკმა 2019 წლის ზაფხულში.

Victoriaʼs Secret თავის შოუებს 1995 წლიდან ატარებდა. უკვე 2001 წლიდან ბრენდის ყოველწლიურ შოუს ამერიკული არხები აჩვენებდნენ. პირველ შოუს 12 მილიონი მნახველი ჰყავდა მაშინ, ყველაზე ცუდი რეიტინგი ჰქონდა 2018 წლის ჩვენებას. მას მხოლოდ 3.3. მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

 

 

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top