"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა დიმიტრი მხეიძის კაბინეტის დაბოქლომება სცადეს - ხმაური ქუთაისის მერიაში

ეს პერსონა

ქუთაისში ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებს დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარის დაბოქლომება სურდათ, რასაც მოჰყვა ხმაური. მხეიძის მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიის წევრებს კარის დაბოქლომების საშუალება არ მისცეს, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულა საპატრულო პოლიცია. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, კარებს სხვა დროს მშვიდ ვითარებაში დაადებენ ბოქლომს. ადგილზე იმყოფება თავად მაჟორიტარიც.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ  "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის, გიგა შუშანიას კაბინეტის კართან ცოცხები მიიტანეს. ცოცხებზე კი გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიასა და გრიგოლ ვაშაძის ფოტოები იყო გაკრული.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top