" დავიღუპეე! წუხელის მგლებმა ლურჯა შემიჭამეს" - მამა სებასტიანე ნეფარიძის ტრაგიკული ისტორია

ეს პერსონა

 "დედა ღვთისას' მონასტერში უარავი მიუსაფარი, ინვალიდი და მიტოვებული ძაღლი უკვე წლებია მამა სებასტიანეს მზრუნველობის ქვეშ ცხოვრობენ. სახედარი, სახელად - ლურჯა, რომელიც  ბერს ტვირთის ზიდვაში და ძაღლების გამოკვებაში ეხმარებოდა, წუხელ მგლების თავდასხმას შეეწირა. ბერი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს და ფოტოებს აქვეყნებს:

"დავიღუპეე!  წუხელის მგლებმა ლურჯა შემიჭამეს ეზოში, რა გვეშველება მედა ძაღლებს არ ვიცი.
ეს იყო ჩემი ერთად ერთი ტრანსპორტი, ჯიპიც და ბენტლიც.
სანამ ლურჯას მიყიდიდნენ სულ ზურგით ვზიდავდი ტვირთს სამ კილომეტრზე ძაღლებისთვის მერე ლურჯა შემიძინეს და ის მეხმარებოდა ტვირთის ზიდვაში, მხოლოდ ხურჯინში რაც ჩადიოდა მარტო იმას ვაზიდინებდი, დანარჩენი ისევ მე მომქონდა ზურგით, აწი რა მეშველება ? ან ამ საწყალ ცუგებსაც რითი ვუზიდო საკვები? დავიღუპე ნამდვილად დავიღუპეე!!! "-წერს მამა სებასტიანე

 

6
1
8
96
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top