სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

ეს პერსონა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების ორი წლისთავთან დაკავშირებით მის საფლავზე მივიდა. ლილუაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top