“რუსთავი 2”-ში რომ დავრჩი, გარკვეულწილად შეგუებული ვიყავი რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაში დავასრულე" - ქეთი ხუციშვილი

ეს პერსონა

მსახიობი ქეთი ხუციშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" შესახებ "სარკესთან" საუბრობს. როგორც მსახიობმა აღნიშნა,  გარკვეულწილად შეგუებული იყო იმას, რომ სერიალში მონაწილეობას ვეღარ გააგრძელებდა. 

"მეც პრესიდან გავიგე ეს ამბავი. “რუსთავი 2”-ში რომ დავრჩი, გარკვეულწილად შეგუებული ვიყავი, რომ სერიალში თამაში დავასრულე. თუ შემომთავაზებდნენ, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი. ალბათ ასე სჭირდებათ და ასე აწყობთ. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ძალა არავის დაუტანებია. რა თქმა უნდა, გული დამწყდა. 4 წელი ვიყავი მათთან და ჩემს პერსონაჟს მრავალფეროვანი განვითარება ჰქონდა, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი იცვლება, ცხოვრება კი გრძელდება", - აღნიშნა მსახიობმა. 

 

9
4
12
5
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top