"ნაცმოძრაობა" არათუ მხარს უჭერდა, არამედ ებრძოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის იდეას" - ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში"

ეს პერსონა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა და საარჩევნოს სისტემის მიმართ,  ოპოზიციის მაშინდელ დამოკიდებულელებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო  მთავრობაში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერდა და ამის დასამტკიცებლად მან მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი განცხადება წაიკითხა. მისივე თქმით,  "ქართული ოცნება" ერთადერთი ძალაა, რომელმაც ეს ცვლილება განახორციელა და 2024 წლიდან საარჩევნო სისტემა პროპორციულზე გადაჰყავს. 

"პირველ რიგში, მსურს ერთი კარგად დავიწყებული ციტატა მოგაგონოთ – „პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა“ – ეს სიტყვები არ ეკუთვნით ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას. ეს 2010 წლის 11 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია! საზოგადოებას კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის” რეალური დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ. თავი ვალდებულად მივიჩნიეთ, შევახსენოთ ისტორიული ფაქტები იმ ახალგაზრდებს, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ხანა არ ახსოვთ და შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინფორმაცია მათი რეალური დამოკიდებულების შესახებ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ.

კონსტიტუციაში, 2005 წლის 23 თებერვალს, უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სწორედ რეფერენდუმის საფუძველზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგანაც 100 – პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს. 2008 წლის 12 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 25%-ით შეამცირა, მაჟორიტარების სასარგებლოდ. ანუ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ მხარს უჭერდა, არამედ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით – ებრძოდა ამ იდეას. მანიპულაციები ამით არ დასრულებულა. 2011 წლის 27 ივნისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მემორანდუმი გააფორმა თავის სატელიტ პარტიებთან („ქდმ“, „ახალი მემარჯვენეები“, „ედპ“, „ჩვენ თვითონ“) რომელთა შემადგენლობის დიდი ნაწილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი აქციების ავანგარდში დგას. ამ მემორანდუმის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაზრდილიყო, 40 მაჟორიტარი დეპუტატის დამატების ხარჯზე. გავიხსენოთ ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, ეს მოძალადე, ანტიდემოკრატიული რეჟიმი, სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა და ჩამოაშორა ხელისუფლებას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.“, – განაცხადა ვოლსკიმ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top