ვლადიმერ პუტინი ამერიკელებს ბრჭყალებით დაკაწვრას უპირებს

ეს პერსონა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფიქლის ნავთობის მოპოვების გამო ამერიკელებს ბრჭყალებით დაკაწვრას უპირებს.

საინვესტიციო ფორუმზე, სახელწოდებით „რუსეთი იძახის“, პუტინს ჰკითხეს, რატომ არ იხარჯება რუსეთი ფიქლის ნავთობის მოპოვებაში, რის საპასუხოდ მან იხუმრა ამერიკული ტექნოლოგიების შესახებ.

„დავიცდით, სანამ ამერიკელებს ტექნოლოგიებზე ფული ამოეწურებათ და მერე ვრჭყალებით დავკაწრავთ. ან იაფად ვიყიდით... ეს ვიხუმრე! ბრჭყალებით დაკაწვრა სრულიად არაა აუცილებელი“, - უპასუხა შეკითხვას პუტინმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების ტექნოლოგიებს, სანამ ისინი ეკოლოგიისთვის უსაფრთხო არაა.

 

  

წყარო: Вести
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top