ეგოცენტრიკული მარაზმი - ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულს ნათესაობა ტაშით ხვდება

ეს პერსონა

ეგოცენტრიკული მარაზმი, რომელიც ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო დაკავებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე მოაწყვეს მისმა ნათესავებმა - ასე აფასებს ცოტნე გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოში კალანდიას ნათესავების ქცევას და თავად ბრალდებულსი უადგილო მხიარულებას. 

"მასობრივი გამოყლევება გვაქვს ქვეყანაში! მტრედები და ფოიერვერკები რატომ არ გაუშვეს ცაში?! ამ ნაბიჭვარს, რომლის მონაწილეობითაც ორი ბავშვი ჩადეს მიწაში, ნათესავები ტაშით ხვდებიან. დიახ, ტაშით. თითქოს ეროვნული მასშტაბის გმირობა ჩაიდინა, ან გადაარჩინა ვინმე, ან დაეხმარა... და უბედურება ის არის, რომ ამ ეგოცენტრიკულ მარაზმში ვართ ყველა! საკუთარ ბოროტებას, ნაძირლობას არათუ არ ვამჩნევთ, ვახალისებთ კიდეც. ასე ხდება ყველანაირი გარეწრობა, ღალატი, სიბინძურე მისაღები და ხშირად - მისაბაძი მაგალითი... ეს ძაღლიშვილიც ნახეთ, როგორ იკრიჭება... რა მომავალი უნდა აღზარდოს ამ ერმა?!" - წერს გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top