იმპერატორები, ოლიგარქები და ჰოლივუდი - რით არის ცნობილი კომოს ტბა - ფოტოკოლაჟი

ეს პერსონა

ტბა კომო ჩრდილოეთ იტალიაში, მილანიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და ბევრისთვის ეს ადგილი ელიტარულ დასვენებასთან ასოცირდება. უძრავ ქონებას ამ ადგილებში ფლობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მილიარდერები, ოლიგარქები და სხვა წარმატებული ადამიანები. 

ანტიკურ პერიოდში ტბასთან აგარაკს რომაელი იმპერატორები ფლობდნენ და დღეს ისინი მილიარდერებმა ჩაანაცვლეს. ამ ადგილმა რეჟისორების ყურადღებაც მიიქცია და კომოზე გადაღებულ კადრებს შეხვდებით ისეთ ფილმებში როგორებიცაა, „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი II“, „ოუშენის 12 მეგობარი“, „კაზინო როიალი“ და სხვ.

არსებული ინფორმაციით, კომოზე ვილებს ფლობენ ისეთი ცნობილი სახეები როგორებიც არიან მადონა, ჯორჯ კლუნი, რონალდინიო, ჯანი ვერსაჩე.

კომოს ირჩევენ ისინი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა - მაღაზიების დიდი არჩევანი, რესტორნები, ბარები, კლუბები.  

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე თბილისის მერ, კახა კალაძესთან ერთად კომოს ტბაზე მეგობრის იუბილეზე იმყოფებოდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კატეგორიულად უარყო.


 

წყარო: primetime.ge
2
2
1
0
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top