მამუკა ბახტაძემ აშშ-ს ყველაზე გავლენიან საზოგადოებრივ კლუბში საქართველოს შესახებ ისაუბრა

ეს პერსონა

"დღეს CommonwealthClub აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ ისტორიის, ჩვენი ამჟამინდელი მიღწევების და მომავლის შესახებ, რომელსაც მომავალი თობებისთვის ვქმნით. ასევე განვიხილეთ საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონალურ ჰაბად ტრანსფორმირების საკითხები." - წერს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

CommonwealthClub - საზოგადოებრივი კლუბია, რომელიც ავითარებს მნიშვნელოვან თემებსა და ტრენდებს. კლუბი 1903 წელს დააარსა San Francisco Chronicle -ის რედაქტორმა ედვარდ ადამსმა. ორგანიზაცია აშშ-ი ყველაზე ძველ საზოგადოებრივ ფორუმად არის მიჩნეული. აქ უსმენენ ლიდერებსა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან და აინტერესებთ მათი ხედვები იმასთან დაკავშირებთ, როგორ ხედავენ ისინი მსოფლიოსა და საკუთარი ქვეყნების მომავალს.

“შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000. პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელს რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას" - განაცხადა პრემიერმა კალიფორნიაში, კლუბის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top