მერაბ ნინიძე Homeland-ის გარდა, ცნობილ ამერიკულ სერიალში Treadstone-ში გადაიღეს

ეს პერსონა

ცნობილი ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ამერიკაში მოღვაწეობს. მსახიობი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის BBC-ის მიერ გადაღებულ ფილმებში. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში „თრედსტოუნში“ (Treadstone) გადაიღეს. სერია მისი მონაწილეობით ეთერში მომავალ სამშაბათს გავა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა „თრედსტოუნის“ მიზანი აგენტების შესაძლებლობების ხელოვნური მოდიფიკაციაა. ასეთი რამდენიმე აგენტი კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს დავალებას.

პარალელურად მერაბ ნინიძე პოპულარული ამერიკული სერიალის, Homeland-ის ბოლო სეზონში მონაწილეობს. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top