დიმიტრი მხეიძე: ოპოზიციამ ვერ დაგვიმტკიცა, რომ 2020 წლისათვის პროპორციულზე გადასვლით სახელმწიფოს არ დავაზარალებდით

ეს პერსონა

"დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად, 2020 წლისათვის სახელმწიფოს არ დავაზარალებთ პროპორციულზე გადასვლით. თუ ვერ დაგვიმტკიცებთ, ჩვენ ხმას ვერ მივცემთ. ვერ დაგვიმტკიცეს" , - განახადა დიმიტრი მხეიძემ ქუთაისში მისი სამუშაო კაბინეტის დაბოქლომების მცდელობის შემდეგ.

"ჩვენ ვემზადებოდით, რომ 2024-ში გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მართლაც მყარად, რომ ქვეყანას პრობლემა არ შეჰქმნოდა. ოპოზიციურმა ძალებმა მოითხოვეს გინდა თუ არა პროპორციულიო და რაც შეიძლება დაბალი გადასასვლელი პროცენტი. ჩვენმა გუნდმა კარგი, დაგთანხმდებითო და მე ვიყავი წინააღმდეგი და არა მარტო მე. უფრო მეტი წინააღმდეგი იყო. 2020 წლისათვის თუ ეს მოხდება, შესაძლოა, ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დავაყენოთ-მეთქი. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, თქვენ თქვენი კონტრარგუმენტები გქონდეთ. ახლა გაძლევთ თანხმობას, მაგრამ დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად, 2020 წლისათვის სახელმწიფოს არ დავაზარალებთ პროპორციულზე გადასვლით. თუ ვერ დაგვიმტკიცებთ, ჩვენ ხმას ვერ მივცემთ. ვერ დაგვიმტკიცეს. ელემენტარულია, ვთქვათ, ვერ შევიდა ,,ქართული ოცნება" უმრავლესობით, ვისთან უნდა შევქმნათ ალიანსი? კობახიძეს დავუსვი ეს კითხვა პარლამენტში და მანაც მიპასუხა, ამათთან ვერავისთან გავერთიანდებით ჩვენო. თუ ერთხელ, ორჯერ ბიუჯეტი ვერ მივიღეთ, ამას მოსდევს რიგგარეშე არჩევნები. როდემდე უნდა იყოს ქართველი ადამიანი სულ არჩევნებში?"- ამბობს მხეიძემ.

შეგახსნებთ, კანონპროექტს, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩებნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, მხარი ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ არ დაუჭირა. ამის გამო კი 22 ნოემბერს ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებს პარლამენტარის კაბინეტის კარის დაბოქლომება სურდათ, რასაც ხმაური მოჰყვა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top