ბათუმის პორტში შემოსული საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა

ეს პერსონა

ბათუმის პორტს საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი "Commandant Birot" სტუმრობს. 

ხომალდი საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა. როგორც ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს გემი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ახლო მეგობრობას გამოხატავს.

"შავი ზღვის უსაფრთხოება არის საქართველოსთვის და დასავლეთისთვის პრიორიტეტი. პორტის მიწვევა ბათუმში "Commandant Birot"- ის მიერ არის ერთ-ერთი ახალი წინ დაგადგმული ნაბიჯი ამ მიზნისთვის. ვამაყობ, რომ მოვინახულე ეს ფრანგული გემი, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის ახლო მეგობრობას გამოხატავს" - წერს ზურაბიშვილი.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ხომალდი ბათუმში საფრანგეთი-საქართველოს თავდაცვითი თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფება და იგი 25 ნოემბრამდე ბათუმის პორტის სტუმარი იქნება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top