სახალხო დამცველი: 18 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს

ეს პერსონა

"თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს" - ასე აფასებს სახალხო დამცველი 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს.

სახალხო დამცველის შეფასებით 12 პირის დაკავების შემდგომი და სასამართლო პროცესი საპროცესო დარღვევებით წარიმართა, რაც სწრაფ და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

"განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა.
სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილება სხვადასხვა მოსამართლეებს შორის, რათა სასამართლო განხილვები დროულად წარმართულიყო და საქმის გაჭიანურების გამო მოქალაქეთა თავისუფლება არაგონივრული ვადით არ შეზღუდულიყო"- ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ შეფასებაში.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top