ახალ ზოოპარკში ჟირაფიც იქნება

ეს პერსონა

ახალ ზოოპარკს ახალი ბინადარი ეყოლება. როგორც თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ ახალ ზოოპარკში ბინას ჟირაფიც დაიდებს.

"ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე აფრიკის ექსპოზიცია დაახლოებით ათ ჰექტარს დაიკავებს. ათს! ძველი ზოოპარკი არის ხუთი ჰექტარი. კინკილა ხუთი! ახალი ზოოს ერთი ვოლიერი ძველ ზოოზე ორჯერ დიდი იქნება! წარმოგიდგენიათ?! და ამ სივრცეში ჰიპოპოტამი, მარტორქა, ზებრები, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები და ყველასთვის სანატრელი ჟირაფები დაიდებენ ბინას"- წერია თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის ზოოპარკს ზოოპარკების ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი ესტუმრა. ფლიტი ახალი ზოოპარკის დაგეგმვაში იქნება ჩართული.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top