„ჩამოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში“ - არჩილ თალაკვაძეს რუსთაველის გამზირზე „კომოს ტბა“ მოუწყვეს

ეს პერსონა

დღეს მოძრაობამ „შეცვალე“ საკანონმდებლო ორგანოსთან პალამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ აქცია-პერფომანსი გამართა. აქტივისტებმა აუზი მიიტანეს და თალაკვაძეს ამ გზით რუსთაველის გამზირზე სიმბოლური „კომოს ტბა“ მოუწყვეს.

„ჩამოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში“ , - მოუწოდეს პარლამენტის თავმჯდომარეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, თალაკვაძემ კომოს ტბაზე დასვენება ვერ მოასწრო და მოუწოდეს სანაცვლოს პარლამენტთან იბანაოს და გაირუჯოს.

აქცია-პერფომანსის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში რთული ვითარებაა, პარლამენტის თავმჯდომარე იტალიაში დასასვენებლად არ უნდა მიდიოდეს.

მოძრაობის „შეცვალე“ პროტესტი გამოწვეულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით. მათში ჩანს არჩილ თალაკვაძე, კახა კალაძე და ანუკი არეშიძე თვითმფრინავის ბორტზე. ისინი იტალიაში, მილანში მიფრინავდნენ.

„მთავარმა არხმა“ და ფორმულამ“ კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კალაძე და თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე, კომოს ტბაზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ტელევიზიები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თალაკვაძის მტკიცებით, ის იტალიაში არ იმყოფებოდა, არამედ პარლამენტში მუშაობდა.მიუხედავად იმისა, რომ თალაკვაძემ იტალიაში ვიზიტი უარყო, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სტამბოლის რეისით მასთან და გიგი წერეთელთან ერთად ჩამოფრინდა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top